ხორბალი 330$
ბრინჯი 472$
სიმინდი 163$
ქერი 156$
07.09.2010
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სამსახურის რეგიონულ სამმართველოებს მაღალი გამავლობის მანქანები გადაეცა. გადაცემის ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ესწრებოდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ცინცაძემ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა და მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის პროგრამების მხარდაჭერის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე ლოთუაშვილმა დღეს დუშეთის რაიონის სოფელ სალაჯურების მახლობლად მდებარე ახალი ხიდი გახსნეს.
საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიაში” დღეს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) მიერ დაფინანსებული ”მექანიზაციის პროექტის” ფერმერი-ფერმერს პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკული ორგანიზაცია CNFA ამ პროექტით, 60-100 ახალი ტრაქტორის და 400-მდე სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო მანქანის შესყიდვას გეგმავს. პროექტის ბიუჯეტი 5.1 მლნ ამერიკული დოლარია, რომლის მეშვეობით, აგროტექნიკურ სერვისცენტრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ის ტექნიკა, რომელიც სიძვირის გამო, მათთვის აქამდე ხელმიუწვდომელი იყო.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ მისაქციელში, ფონდის ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველო” (MCG), აგრობიზნესის განვითარების საქმიანობის (ADA) , MCG-ის საქართველოს რეგიონალური ფონდის, CNFA-ის, SEAF-ის და ”ეკოპექსის” (LLC) კომპანიებმა, გააუმჯობესეს ახლად გახსნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო. ”ეკოპექსი” ნაჭუჭიანი თხილის ექსპორტის გაზრდას და პროდუქციის გამრავალფეროვნებას მოხალული კაკლით გეგმავს.
დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კენტ ლოგსდონმა, წეროვანის დასახლების 2 000 ოჯახს, ვაშლის და ატმის 10 000 ცალი ნერგი საჩუქრად გადასცეს. აღნიშნული ღონისძიების მთავრი მიზანი, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, შემოსავლის ახალი წყაროს შექმნა და საკვებით უზრუნველყოფაა.
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
»
06
Sep
სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30
Aug
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09
Aug
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02
Aug
კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009