ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
07.09.2010   
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
21 ივნისს, რუსთაველის თეატრში, მეღვინეობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება, ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, OIV-ის პრეზიდენტი ივ ბენარი, OIV-ის აღმასრულებელი დირექტორი ფედერიკო კასტელუჩი და 42 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდნენ.
20-25 ივნისს, საქართველო ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებას ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს. კონგრესის მასპინძლობის უფლება, მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშის და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონების მქონე ქვეყნებს აქვთ. საქართველოში, კონგრესზე დასასწრებად 42 ქვეყნიდან 300-ზე მეტი სტუმარი ჩამოვა.
შიდა ქართლის რეგიონში, გორის მახლობლად, ინდაურის სახორცე ჯიშისა და ბატის წარმოების ფერმერული მეურნეობა გაიხსნა. ამ ორი ფრინველის კვერცხის ინკუბაცია და შემდგომში გამოჩეკილი ჭუკების გამოზრდა 45 დღის ასაკამდე ტექნოლოგიურად რთული და ძვირადღირებული პროცესია.
ქვემო ქართლის რეგიონის, სოფელ თელეთში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამზადება-გადამუშავების კომბინატი გაიხსნა, რომლის მიზანია, მეფუტკრეობის პროდუქტის დამუშავება-რეალიზაცია. კომბინატი აღჭურვილია ევროპული წარმოების ტექნოლოგიური ხაზებით, დაზგებითა და აპარატებით, რაც მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს.
8 ივნისს, კახეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი საწარმო - ნაფარეულში ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა შპს "კოპალა", ხოლო იყალთოში რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | »
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009