ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
07.09.2010   
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს, იაპონიის ელჩს მასაიოში კამოჰარას შეხვდა. საელჩოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე, ბაკურ კვეზერელმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას იმ პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ემსახურება. პროექტი იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გრანტის სახით, იაპონიის მთავრობამ, ქართული მხარეს 1 200 000 000 იაპონური იენი გამოუყო და ეს თანხა, თანამედროვე ტექნიკის შესაძენად დაიხარჯა. ტექნიკის უდიდესი ნაწილი ”ნიუ ჰოლანდის” ფირმისაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.
14-17 მარტს ბულგარეთის ქ. პლოვდივში გაიმართება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა VINARIA 2010 (Exhibition of Vine-Growing and Wine Producing & Wine Festival).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოყვანილია 122 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, 25 მოსავლის ამღები კომბაინი და 318 დასახელები სასოფლო სამეურნეო მანქანები. პროექტი რომლის მიზანიც საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გრანტის სახით გამოიყო 1 200 000 000 იაპონური იენი (დაახლოებით 20 მილიონი ლარი). იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი მთელი ეს თანხა, ევროპიდან თანამედროვე ტექნიკის შესაძენად დაიხარჯა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებს და სოფლის რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრაზე შეაჯამეს 2009 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგები და ახალ, სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებლობად მიიჩნევენ დარგობრივი ასოციაციების შექმნას. ერთ-ერთი ასეთი დარგი სასათბურე მეურნეობებია, რომელსაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს.
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | »
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009