ხორბალი 330$
ბრინჯი 472$
სიმინდი 163$
ქერი 156$
07.09.2010
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მთავრობის კანცელარიაში დღეს საქართველოსა და ბელორუსს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და მისმა ბელორუსმა კოლეგამ სემიონ შაპირომ მოაწერეს. ხელშეკრულება ბელორუსის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის შედეგია, რომლის განმავლობაშიც მხარეები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ.
"ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტის" ფარგლებში ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ბაკურ კვეზერელის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება. ვიზიტის განმავლობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრები როგორც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესმენებთან და სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე სხვა დაინტერესებულ პირებთან.
კავკასიური ნაგაზების და ქართული მთის ძაღლების რიგით მე-11 გამოფენას დღეს სპორტის სასახლემ უმასპინძლა. გამოფენაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გამოფენა, რომელიც საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, უკვე მეორე წელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
იაპონური გრანტის ფარგლებში შემოყვანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგიონებში გადანაწილების პროცესის დაწყებესთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დღეს ჩალაუბანში იმყოფებოდა, სადაც პირდად გააცნო ადგილობრივ მოსახლეობას ტექნიკის მახასიათებლები და ის ფორმა, რომლითაც ტრაქტორების და კომბაინების გამოყენებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
»
06
Sep
სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30
Aug
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09
Aug
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02
Aug
კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009