ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
07.09.2010   
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
მარნეულში, მეურნეობა ”ლომთაგორაში” მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი გაიხსნა. ბრიტანეთის გლობალური პროგრამის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კლინიკა, სასოფლო-სამეურნეო კვლევების ჩატარებას და დაავადებული მცენარეების დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს. კლინიკაში დაავადებული მცენარეების ნიმუშებს დიაგნოზს დაუსვამენ და უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ პესტიციდურ საშუალებებს შეურჩევენ.
შვედურ-ქართული ერთობლივი პროექტის ”Swedfund International AB”-ის მიერ, შვედური მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მხარდაჭერის მიზნით, შეიქმნა ინსტრუმენტი Swedpartnership-ი, რომლის მეშვეობითაც, ერთობლივი ბიზნეს-ინიციატივის თანადაფინანსების მიზნით, შესაძლებელია, 750 000 შვედური კრონის ოდენობით გრანტის მიღება. აღნიშნული ინიციატივით, უნდა ისარგებლოს შვედურმა კომპანიამ, რომელსაც ჰყავს პარტნიორი საქართველოში, სურს საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის ესაჭიროება თანადამფინანსებელი.
შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ეერგნეთსა და ფლავში, ”კონფლიქტისპირა არეალში სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება” (ERLA) პროქტის ფარგლებში, ფერმერთა ჯგუფებს სასოფლო-სმეურნეო ტექნიკა გადაეცათ. პროექტის განხორციელება იანვარში დაიწყო და მისი მიზანი შიდა ქართლის რეგიონის 20 სოფელში მცხოვრები 280 ოჯახისთვის საარსებო პირობების გაუმჯობესებაა. აგვისტოს ომის შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიდი ნაწილი გაიძარცვა, დაზიანდა და ადგილობრივი მოსახლეობა მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკის გარეშე დარჩა.
დღეს, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში 139 დევნილი ოჯახისთვის 70 ჰექტარზე სრულიად უსასყიდლოდ მაღალრეპროდუქტიული სიმინდი დაითესა. თესვის პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და სლოვაკეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის შესაძლებლობებს განიხილავდნენ ერთი საათის განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები დღეს გამართულ შეხვედრაზე.
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | »
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009