|
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ბაკურ კვეზერელის ხელმძღვანელობით ორდღიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება. ვიზიტის განმავლობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრები როგორც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესმენებთან და სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე სხვა დაინტერესებულ პირებთან.
მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, საქართველოდან ისრაელში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესახებ. პარალელურად, ისრაელიდან საქართველოში შემოვა ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში საჰექტარო მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. |