|
კავკასიური ნაგაზების და ქართული მთის ძაღლების რიგით მე-11 გამოფენას დღეს სპორტის სასახლემ უმასპინძლა. გამოფენაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გამოფენა, რომელიც საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, უკვე მეორე წელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული ჯიშების პოპულარიზაცია მოხდეს და ეს ძაღლები დაბრუნდნენ თავის ბუნებრივ პირობებს. ჩვენ ვახორციელებთ ამ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ლეკვი უკვე გადაეცა მწყემსებს", - განცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა. |
|