ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
26.02.2010   

სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს, იაპონიის ელჩს მასაიოში კამოჰარას შეხვდა. საელჩოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე, ბაკურ კვეზერელმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას იმ პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ემსახურება. პროექტი იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გრანტის სახით, იაპონიის მთავრობამ, ქართული მხარეს 1 200 000 000 იაპონური იენი გამოუყო და ეს თანხა, თანამედროვე ტექნიკის შესაძენად დაიხარჯა. ტექნიკის უდიდესი ნაწილი ”ნიუ ჰოლანდის” ფირმისაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.

ტექნიკას შპს ”მექანიზატორი” განკარგავს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით, პირველ ეტაპზე ხუთი რეგიონული ოფისი ექნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოყვანილია 122 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, 25 მოსავლის ამღები კომბაინი და 318 დასახელების სასოფლო-სამეურნეო მანქანა. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, ”ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იაპონიის მხარესთან, კიდევ ერთხელ განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის საკითხები, იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტი ტექნიკის შემოტანა მოხდეს სერვის-ცენტრებში და ისე განაწილდეს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. გლეხს უნდა მივცეთ საშუალება ტრაქტორი დაიქირაოს, მიწა დაამუშაოს და მოსავალი აიღოს”. სამომავლოდ, იაპონიის მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, კვლავაც გეგმავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანას.

« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009