| |
|
 |
22.02.2010 |
|
|
|
|
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოყვანილია 122 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, 25 მოსავლის ამღები კომბაინი და 318 დასახელები სასოფლო სამეურნეო მანქანები. პროექტი რომლის მიზანიც საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გრანტის სახით გამოიყო 1 200 000 000 იაპონური იენი (დაახლოებით 20 მილიონი ლარი). იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი მთელი ეს თანხა, ევროპიდან თანამედროვე ტექნიკის შესაძენად დაიხარჯა. ტექნიკის უდიდესი ნაწილი (ტრაქტორები, კომბაინები) "ნიუ ჰოლანდის" ფირმისაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ახალ ტექნიკას განკარგავს შპს "მექანიზატორი", რომელსაც პირველ ეტაპზე ხუთი რეგიონული ოფისი - შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ექნება. ჩამოყვანილი ტექნიკა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ფერმერისთვის და გადანაწილდება რეგიონებში. შპს "მექანიზატორის" მოვალეობები - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, ტექნიკის შესყიდვა და რეალიზაცია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა (ფერმერთა) ინფორმაციითუზრუნველყოფა, კონსულტაციები გაწევა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში და ტექნიკის შეკეთება. |
|
|
|
| « უკან |
|
|