ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
13.02.2010   
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებლობად მიიჩნევენ დარგობრივი ასოციაციების შექმნას. ერთ-ერთი ასეთი დარგი სასათბურე მეურნეობებია, რომელსაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს პატარძეულში იმყოფებოდა, სადაც შპს ლაგუნას კუთვნილ სათბურებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. "ამ სათბურებში მოყვანილი ბოსტნეულით ძირითადად ქალაქის მოსახლეობა მარაგდებოდა. ერთის მხრივ ჩვენი მიზანია შევქმნათ დარგობრივი ასოციაციები, რომ ამ და სხვა დარგებს მეტი ყურადღება მიექცეს. ასოციაციის წევრებს ექნებათ საშუალება სახელმწიფოსთან მოიტანონ ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ, რათა ერთობლივად მოხდეს მათი მოგვარების გზების მონახვა, მეორეს მხრივ კი ასოციაციას ექნება საშუალება მათ მომწოდებლებთან, ამ შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიმწოდებლებთან წარსდგნენ და ფასის შემცირების შესაძლებლობები განიხილონ. ასე სათბურების მფლობელები დანახარჯების შემცირებას შეძლებენ, რაც თავისთავად მათ პროდუქციას გააიაფებს ", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. სათბურების მფლობელის, შპს "ლაგუნას" წარმომადგენლის, იოსებ ჩოგრიაშვილის თქმით, გაზის სიძვირე უმთავრესი პრობლემაა და თუ ფასის შემცირება მოხერხდა, ეს სასათბურე მეურნეობების განვითარების მთავარი წინაპირობა იქნება. პატარძეულის 4000 კვადრატული მეტრის ფართობის სათბურებში 30 ადამიანი დასაქმებული.
« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009