| |
|
 |
10.02.2010 |
|
|
|
|
დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი 20-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე შეჯამდა 2009 წლის შედეგები, განისაზღვრა სამომავლო გეგმები და ამოცანები. ასევე განიხილეს 2010 წელს დაგეგმილ რომელ საერთშორისო გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას ქართული კომპანიები.
შეხვედრაზე გადაწყდა მეღვინეთა ასოციაციის ჩამოყალიბება. ამ გზით სამინისტრო და მეღვინეები ერთობლივი მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, გასაღების ახალი ბაზრების მოძიებას და შესაბამისად, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდას ვარაუდობენ.
”ჩვენ უახლოეს დღეებში დავაფუძნებთ ახალ ასოციაციას ღვინის სექტორში, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად ახალი ბაზრების ასათვისებლად. ჩვენი პრიორიტეტი წელს არის დიდი ბრიტანეთისა და ბალტიისპირეთის ბაზრები”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელების მომავალი შეხვედრა მინისტრთან ერთ კვირაში გაიმართება.
|
|
|
|
| « უკან |
|
|