ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
05.02.2010   
რუსთავში დღეს ახალი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. პროექტი ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. გახსნის ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე ესწრებოდა: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნას. ეს ხელს შეუწყობს შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას, რადგან გლეხებს ნაწარმოები პროდუქციის შენახვის შესაძლებლობა ექნებათ და მისი მაშინ გაყიდვა, როდესაც პროდუქციაზე უფრო მაღალი მოთხოვნაა". სასაწყობე მეურნეობა "ენერჯი-ინვესტის" კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდა. ახლადგახსნილ მაცივარში ფერმერებმა პროდუქციის დასაწყობება უკვე დაიწყეს. მათი ვარაუდით, ისინი საკუთარი შემოსავლის გაორმაგებას შეძლებენ.
« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009