ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
03.02.2010   
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს ფონიჭალაში სასაწყობე მეურნეობა მოინახულა და იქ არსებულ პირობებს გაეცნო. საცავ-მაცივარი გათვლილია ერთდროულად 3000 ტონამდე პროდუქტის შენახვაზე. პროდუქციის დასაწყობების შემდეგ, მეპატრონეს მისთვის თვალ-ყურის დევნება on-line რეჟიმში, საცავში დამონტაჟებული კამერების საშუალებით ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლება. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საცავ-მაცივრების შექმნა ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდასაც, რადგან გლეხს მიღებული მოსავლის შენახვის შესაძლებლობა ექნება. ამ შემთხვევაში ის შეძლებს მის გაყიდვას არა აგროპერიოდის დროს, რაც წლის განმავლობაში მის შემოსავალსაც გაზრდის. ფონიჭალაში მდებარე სამაცივრე მეურნეობა გათვლილია ნებისმიერი სახის პროდუქტის შენახვაზე. საცავ-მაცივარში თავისი პროდუქციის შენახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფასები ერთ ტონამდე ტვირთის შენახვაზე 15-დან 20-დოლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია პროდუქციის სახეობაზე.
« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009