| |
|
 |
28.01.2010 |
|
|
|
|
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობასთან ერთად სურსათის უვნებლობის კანონის თემაზე შეხევდრა გამართა, რომელსაც ბიზნესმენებთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი და ხელისფულების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვების პროდუქტებზე კონტროლი მკაცრდება.
სიახლე შეეხება საქართველოში არსებული ყველა მსხვილ საწარმოს, რომელიც ხორცს, თევზს, პურს, სასმელს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს. მონიტორინგი დაწესდება კვების ობიექტებზეც. 2011 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მონიტორინგს დახლზე არსებულ ყველა პროდუქტზე დააწესებს.
"ჩვენთვის მთავარია საქართველოში მომხმარებელი იყოს დაცული და მოიხმარდეს ხარისხიან პროდუქტს. სურსათის კონტროლი ეტაპობრივად ამოქმედდება. პირველ ეტაპზე საწარმოები დარეგისტრირდებიან. შემდეგომი ეტაპები კი უკვე ნებისმიერი სახის სურსათის დახლზე ინპექტირებას მოიცავს. ვფიქრობ, ეს კეთილსინდისიერ მწარმოებლებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში ხელს შეუწყობს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა.
|
|
|
|
| « უკან |
|
|