| |
|
 |
18.01.2010 |
|
|
|
|
15 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. რიგით 75-ე ”მწვანე კვირეულში” მონაწილეობას ქართული კომპანიებიც იღებენ. გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიები (კორპორაცია ”ქინძმარაული”, ”ტიბანელი”, ”თელიანი ველი”, ”ბაგრატიონი”, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ”ელკანა”) საკუთარ პრუდუქციას ადგილობრივ მოსახლეობას, ბიზნესმენებს და გერმანიაში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ 400 ათასზე მეტ დამთვალიერებელს წარუდგენენ. "ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა ქართული კომპანიებისთვის, რადგან მათ ეძლევათ საშუალება წარუდგინონ თავიანთი ნაწარმი მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან ჩასულ ბიზნესმენებს და უბრალოდ დამთვალიერებლებს. გარდა ამისა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალი ბაზრების მოძიებისთვის", - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ნოდარ კერესელიძე. გამოფენის ფარგლებში, ბერლინში მინისტერიალიც იმართება, რომელშიც წელს მონაწილეობას 55 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი იღებს. ”მწვანე კვირეულის” მთავარი მიზანია, თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობა. ამავდროულად, ასეთი სახის გამოფენების ჩატარება ქვეყნებს შორის, არაფორმალური კონტაქტების დამყარებასაც ხელს შეუწყობს. გამოფენის მიმდინარეობის ამსახველი სურათების ნახვა, ჩვენი ვებ-გვერდის ფოტო-გალერეაში შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.gruenewoche.de |
|
|
|
| « უკან |
|
|