ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
29.12.2009   
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე; ”2009 წლის სურსათის მონიტორინგის შედეგები”, სადაც შეაჯამეს მიმდინარე წელს ჩატარებული სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევები და სურსათის უვნებლობის კუთხით, ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა. აღნიშნული ტიპის კვლევა, მავნებელი სურსათის და ფალსიფიცირებული ფაქტების გამოვლენის მიზნით, სარეალიზაციო ქსელში, 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მონიტორინგი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 2009 წელს ამ პროგრამისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი გამოიყო. სურსათის ლაბორატორიული კვლევები ამჯერად, 7 სხვადასხვა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა. გამოკვლეულია 34 დასახელების სურსათის 1945 ნიმუში, მათ შორის, სასმელი წყალიც. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, დარღვევები 320 ნიმუშში აღმოჩნდა. გამოვლენილია მიკრობიოლოგიური, აგრეთვე ხარისხობრივი პარამეტრების და სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობებიც. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე: www.fvp.ge
« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009