|
2010 წლის 15-24 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით, ”მწვანე კვირეული” გაიმართება. გამოფენაში ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ. აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
”მწვანე კვირეულის” გამოფენის მთავარი მიზანია, თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობა. ამავდროულად, ასეთი სახის გამოფენების ჩატარება ქვეყნებს შორის, არაფორმალური კონტაქტების დამყარებასაც ხელს შეუწყობს.
საქართველოდან ”მწვანე კვირეულის” გამოფენაში მონაწილეობას შემდეგი ღვინის კომპანიები მიიღებენ: კორპორაცია ”ქინძმარაული”, ”ტიბანელი”, ”თელიანი ველი”, ”ბაგრატიონი”. აგრეთვე, გამოფენაზე ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ”ელკანა” საკუთარ ქართულ პროდუქციას წარადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.grunewoche.de |
|