|
თბილისობის დღესასწაულზე კავკასიის ჩაის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს, კავკასიის რეგიონის და ევროპის ჩაის მწარმოებლებმა მიიღეს და საკუთარ პროდუქცია ქართველ დამთვალიერებელს ძველი თბილისის პრესტიჟულ უბანში წარუდგინეს. გაიმართა შავი, მწვანე, მცენარეული, სამკურნალო ჩაის პროდუქციის დეგუსტაცია. ღონისძიების მიზანი მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ადგილობრივი ჩაის მცირე და საშუალო მწარმოებლების მხარდაჭერა და ასევე მომხმარებელთა შორის მაღალი ხარისხის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი ჩაის პოპულარიზაციაა. ფესტივალზე კავკასიური ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, "კავკასიის ბიზნესისა და განვითარების ქსელის" ინიციატივით დამზადებული კავკასიური ჩაის ბრენდები და კავკასიის რეგიონებში წარმოებული ჩაის უნიკალური სახეობები იყო წარმოდგენილი. თბილისში ჩაის ფესტივალი უკვე მესამედ მოეწყო. |