ხორბალი 325$
ბრინჯი 573$
სიმინდი 315$
ქერი 206$
17.05.2012
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ გურიის რეგიონში, სოფელ ნარუჯაში მოცვის პლანტაციები მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. მოცვის წარმოების ხელშეწყობის პილოტური პროგრამა, სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის კორპორაციის მხარდაჭერით 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამერიკული ჯიშის ლურჯი მოცვის 10 სახეობა 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მოცვის პირველადი წარმოების განვითარებას.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კახეთის რეგიონში საშიში მავნებლის – მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა დაიწყო. სოფელ ზემო ალვანში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე მოსახლეობას შეხვდნენ და ფართობების შეწამვლის პროცესს დაესწრნენ.
ახმეტის რაიონში მაროკოული კალიის გავრცელება წელს პირველად დაფიქსირდა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
10 მაისს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო–სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის საერთაშორისო გამოფენას „აგრობალტი 2012“–ს დაესწრო. კაუნასში გამართული ეს მნიშვნელოვანი გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ერთ-ერთი უმსხვილესია ბალტიის რეგიონში.
„აგრობალტი 2012“-ის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრთა საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელსაც 9 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები, ევროპარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია სოფელ წეროვანში, თანამედროვე სასათბურე მეურნეობაში აგრარული უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო.
,,საქართველოში სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.
9-10 მაისს, ქართული ღვინის ისტორიული ფონდის ინიციატივით, საქართველოს სავაჭრო პალატის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ქართული ღვინის IV ეროვნული კონკურსი მიმდინარეობს. აღნიშნული კონკურსი ქართული ღვინის ხარისხის ზრდისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში უდიდეს როლს ასრულებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია კახეთის რეგიონში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში იმყოფებოდა, სადაც ნახევარ ჰექტარ ფართობზე გაშენებული მარწყვის პლანტაცია დაათვალიერა. გასულ წელთან შედარებით, ფერმერები მარწყვის უხვ მოსავალს და მისი რეალიზაციით მიღებულ გაზრდილ შემოსავალს ვარაუდობენ. მინისტრი ხეხილის მწარმოებელ ფერმერებსაც შეხვდა და სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა–განვითარების აუცილებლობაზე ესაუბრა.
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
»
16
May
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ნადარბაზევის ...
15
May
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ მცირე და...
14
May
9-11 მაისს, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ადგილობრივი წამოების მხარდაჭერის მიზნით,...
12
May
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ რუსთავთან ახლოს, სოკოს ახალი საწარო...
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009